18 ოქტომბერს თბილისს ორდღიანი ვიზიტით ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე უილიამ ბერნსი ეწვევა.
უილიამ ბერნსი საქართველოში სამხრეთ კავკასიური ტურნეს ფარგლებში ჩამოვა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, სააგარეო საქმეთა მინისტრთან და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანთან გიგა ბოკერიასთან.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის უილიამ ბერნსის ვიზიტს საპარლამენტო უმრავლესობა მნიშვნელოვანს უწოდებს.
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიგი წერეთელმა განაცხადა, რომ უილიამ ბერნსის ვიზიტს დიდი მნიშვნელობა აქვს რეგიონალური უსაფრთხოების თვალსაზრისით.