18-19 ოქტომბერს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ურმას პაეტი ეწვევა. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ნიკოლოზ ვაშაკიძემ განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში ესტონელი დიპლომატი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს, საგარეო საქმეთა მინისტრს და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს.
ვაშაკიძის ინფორმაციით, შეხვედრებზე განიხილება ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების ფართო სპექტრი.