მატერიალური ასპექტი ქორწინების სერიოზული დაბრკოლებაა, ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ბრიგამ იანგის უნივერსიტეტის მკვლევარები.
მათ მიერ ჩაატებულ ონლაინგამოკითვაში 1734 დაქორწინებული ამერიკელი წყვილი მონაწილეობდა.
კითხვარები ეხებოდა ურთიერთობის ისეთ ასპექტებს, როგორიცაა ქორწინებით კმაყოფილება, ოჯახშიკონფლიქტების სიხშირე, ურთიერთობა ქორწინებაში, მისი სტაბილურობა და ა.შ.
აღმოჩნდა, რომ წყვილებს, რომელთათვისაც მატერიალური შეხედულებები დომინანტი არ იყო 10-15 %-ით უკეთესი მაჩვენებლები ჰქონდა, ვიდრე მატერიალისტური ასპექტებით გაჯერებულ ოჯახებს.
"გავარკვიეთ, რომ ქორწინებისადმი მატერიალური მიდგომა, მთლიანობაში ზიანს აყენებდა ოჯახურ კავშირს. ამასთან, არ ჰქონდა მნიშვნელობა, მეუღლეთაგან რომელი იდგა მატერიალურ პოზიციაზე", - აცხადებს მკვლევართა ჯგუფის ხელმძღვანელი, პრიფესორი ბრიგამ იანგი.