პარტია "საქართველოს გზა" განცხადებას ავრცელებს.
"საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ დაჩქარებული წესით, თბილისის მერიამ გამოყო თანხა, მოქალაქეებისთვის, რომლებიც სარგებლობენ ქალაქის ტრანსპორტით. თითოეულ მგზავრს 5-ლარიანი სამგზავრო ვაუჩერი დაურიგდება. "საქართველოს გზა", აღნიშნულ გადაწყვეტილებას და დაახლოებით 5 მილიონი ლარის გამოყოფას თბილისის ბიუჯეტიდან თანხების არამიზნობრივ ხარჯვად აფასებს", - აღნიშნულია განცხადებაში.
"საქართველოს გზის", თავმჯდომარა, კახა სეთურიძე აცხადებს, რომ თბილისის მერიამ აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო თბილისელეში ტრანსპორტის გაძვირებით გამოწვეული აგრესიის ფონზე.
"მოვუწოდებთ გიგი უგულავას, გაითვალისწინოს ჩვენ მიერ არაერთხელ გაჟღერებული ინიციატივა, მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის გადასახადი დაუბრუნდეს 50-თეთრიან ნიშნულს", - აღნიშნულია განცხადებაში.