პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიგი წერეთელმა დეპუტატებს დისციპლინა მოუწონა. პარლამენტის დღევანდელ ბიუროზე, სხდომის წამყვანმა გიგი წერეთელმა ჯერ კვორუმი შეამოწმა და შემდეგ დეპუტატები "კარგი დისციპლინის" გამო შეაქო.
ბიუროს ბოლო სხდომაზე და პარლამენტის პლენარულ სხდომებზე კვორუმის პრობლემა არაერთხელ შეიქმნა. დღეს ეს პრობლემა ბიუროზე არ შექმნილა, რის გამოც ბიუროს წევრებმა შექება დაიმსახურეს.