"რუსებმა იცოდნენ ზუსტად, სად გვირტყამდნენ", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ფოთში იძულებულ გადაადგილებულ პირთათვის 32-სახლიანi საცხოვრებელი ბინის გახსნისას განაცხადა.
"რუსეთმა, როდესაც აფხაზეთში დაგვარტყა პირველმა, დაარტყა იმ დროისთვის ყველაზე პერსპექტიულ, ყველაზე განათლებულ, ყველაზე წელში გამართულ, ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ ნაწილს ჩვენი საზოგადოებისა. პირდაპირ მოგვარტყა ყველაზე საციცოცხლო ორგანოში, იმიტომ, რომ აქ საუბარი მარტო მიწის კონტროლზე არ არის, საუბარია იმაზე, რომ მათ გადაწყვიტეს საქართველო თავიდანვე ყოფილიყო ინვალიდის მდგომარეობაში. მოსახლეობას ჩაუკეტეს მომავალი. დღეს მინდა ვთქვა დამპყრობლების, რომლებიც ბოგინობენ ჩვენს მიწაზე და ყველას გასაგონად, რომ მათ ეს გეგმები არ გამოუვიდათ. ბევრი ადამიანი ამას გადაჰყვა, მაგრამ თქვენ აქ ხართ, ჩვენ გვყავს ბავშვები, რომლებიც არიან საქართველოს მომავალი", - აღნიშნა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, სიტუაცია იცვლება და ქართველი ხალხი მიტაცებულ ტერიტორიებს აუცილებლად დაიბრუნებს.