საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ფრანგ კოლეგა ნიკოლა სარკოზის დღევანდელი ლუდოვიკო მეთოთხმეტე უწოდა.
"თქვენ გახსოვთ მუხრან მაჭავარიანის ლექსი: "ორბელიანი ლუდოვიკო მეთოთხმეტესთან ალოდინეს და მეთხუთმეტე კაცად შევიდა". ერთი კვირის წინ, თბილისის ცენტრალურ მოედანზე დღევანდელი ლუდოვიკო მეთოთხმეტე მოედანზე ჩამოვიდა და მეგობრობა შემოგვფიცა. არასდროს ასე ახლოს არ ვყოფილვართ ჩვენი ისტორიული მიზნების მისაღწევად. არასდროს ასე ახლო არ ვყოფილვართ ნატოსთან, ევროკავშირთან და არასდროს ასე ცოტა შანსი არ ჰქონია ჩვენს დამპყრობელს, მიუხედავად იმისა, რომ ბოგინობს ჩვენს მიწაზე. მიუხედავად იმისა, რომ კბილებს ახრჭიალებს და მუდმივ პროვოკაციებს გვიწყობს სახელმწიფოს შიგნით და გარეთ, არასდროს ასე არ ჰქონიათ იმედი დაკარგული საქართველოზე კონტროლის სრულად აღდგენის და აფხაზეთის შენარჩუნების", - განაცხადა სააკაშვილმა ფოთში 32-სახლიანი საცხოვრებელი უგნის გახსნისას.
პრეზიდენტის თქმით, მისი მთავარი პერსპექტივაა საქართველო გაძლიერდეს.
"ჩვენ უნდა მოვახერხოთ ჩვენი მიტაცებული ტერიტორიების უკან დაბრუნება. სანამ თითოეული თქვენგანი არის დევნილი, ყველა ქართველი თავს იგრძნობს დევნილად. მე ვარ დევნილი. მე ამის გამო მესმის, რა ადამიანურ პირობებს იმსახურებენ ის ხალხი, ვინც ყველაზე მეტად უფრო დაისაჯა გასულ წლებში. ჩვენ ყველანი ვართ ვალში. ეს არის ვალის მცირედით გადახდა", - აღნიშნა პრეზიდენტმა.