ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით მაღალი ენერგიების ფიზიკის მომავალ პერსპექტივებთან დაკავშირებით მე-6 კონფერენცია დღეს გაიხსნა და 21 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
კონფერენციაში "ფიზიკა დიდი ადრონული კოლაიდერის ეპოქაში" თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან ერთად CERN-ში მოღვაწე უცხოელი და ქართველი მეცნიერები მონაწილეობენ.
ქართველ მეცნიერთა CERN-თან თანამშრომლობით და UNESCO-ს დაფინანსებით ფუნდამენტური მეცნიერებების სფეროში საქართველოში არაერთი კონფერენცია გაიმართა. პირველი კონფერენცია მაღალი ენერგიების ფიზიკაში "ფიზიკა მომავალ კოლაიდერებზე" თბილისში 2001 წელს ჩატარდა, რის შემდეგაც მეცნიერები დიდი ადრონული კოლაიდერის ამოქმედებამდე (2009) ყოველ 2 წელიწადში იკრიბებოდნენ. 2001, 2003 და 2005 წლების კონფერენცია მეცნიერებათა აკადემიის ეგიდით ტარდებოდა, 2007 წელს კი, კონფერენცია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით შედგა.
რიგით მეექვსე კონფერენცია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მხარდაჭერით იმართება.