რუსი ხალხი დიდი ალბათობით პუტინს აირჩევს და ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მე იძულებული გავხდები მასთან დავჯდე მოსალაპარაკებლად. ამის შესახებ "როიტერთან" საუბრისას ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.
"მე არ მაქვს არჩევანი. ვისაც აირჩევს რუსი ხალხი, მე იძულებული ვარ მასთან დავჯდე მოსალაპარაკებლად. დიდი ალბათობით ეს იქნება პუტინი. რუსებს მოსწონთ ეს კაცი და ეს მათი საქმეა. თუმცა, ცივილიზებული სამყაროსთვის უფრო დემოკრატიული რუსეთი იქნებოდა საინტერესო", - განაცხადა ივანიშვილმა.
მისი თქმით, ის არ აპირებს შეაჩეროს პროცესი, რომელიც დაიწყო.
"როგორი გეგმებიც მქონდა, ამ გეგმებს გავყვები და განვახორციელებ მას ჩემს გუნდთან ერთად. თუ ხელისუფლება გამთიშავს არჩევნებიდან, რა თქმა უნდა ასეთი არჩევნები ლეგიტიმურად ვერ ჩაითვლება. მე ვაპირებ ძალების გაერთიანებას და შემოკრებას. 90%-იანი ალბათობით აბსოლუტური უმრავლესობით მოვალთ პარლამენტში", - აღნიშნა ბიზნესმენმა.