საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა და შვედეთის სტატისტიკის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, შვედი ექსპერტები 17-21 ოქტომბერს "საქსტატის" თანამშრომლებს ტრენინგის მეორე ეტაპს ჩაუტარებენ. ტრენინგის ძირითადი მიმართულება სტატისტიკური მეთოდოლოგიის, კერძოდ შერჩევის თეორიის გაცნობა იქნება.
"საქსტატსა" და შვედეთის სტატისტიკას შორის 3 წლიანი თანამშრომლობის პროექტის ფარგლებში შვედეთის სტატისტიკა "საქსტატს" დახმარებას გაუწევს მეთოდოლოგიის, თანამშრომელთა ტრენინგის, ინფლაციის, მთლიანი შიდა პროდუქტის და სხვა ძირითადი სტატისტიკური კვლევების ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით. პროექტის მთლიანი ბიუჯეტი 4 მილიონი ლარის ექვივალენტს შეადგენს შვედურ კრონებში და მთლიანად დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (შIDA) მიერ.
შეგახსენებთ, რომ "საქსტატის" თანამშრომლებს სწავლების პირველი კურსი 19-24 სექტემბერს ჩაუტარდათ, რომელიც ეხებოდა სტატისტიკური მეთოდოლოგიისა და კვლევების ძირითადი მეთოდების გაცნობას.