დღეს, 17 ოქტომბერს, 15:00 საათზე, „რედისონ ბლუ ივერიაში" საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" (ISFED) და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" გამართავენ შეხვედრას, სადაც განხილული იქნება ახალ საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით ორგანიზაციების მიერ გაკეთებული რეკომენდაციები და შენიშვნები.
შეხვედრას საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციები და აკრედიტირებული საელჩოების წარმომადგენლები დაესწრებიან.