„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერები ჩაის ფესტივალს დაესწრნენ. გიორგი თარგამაძის თქმით, სოფლის მეურნეობის ამ ტრადიციული დარგის ხელშეწყობა მნიშვნელოვანია ზოგადად ქართული მეწარმეობის განვითარებისთვის. ჩაის კულტურის ხელახალი აღორძინება დასავლეთ საქართველოში მცხოვრებლებს კი დასაქმების საშუალებას შეუქმნის.
„ქრისტიან-დემოკრატები მივესალმებით ტრადიციული ჩაის ჯიშების აღორძინების პროცესს. ჩვენთვის განსაკთრებულ პრიორიტეტს წარმოადგენს ტრადიციული სოფლის მეურნეობის განვითარება. აღსანიშნავია, რომ ამ ყველაფერს სჭირდება სახელმწიფოსგან მხარდაჭერა და ჩვენ მზდ ვართ სერიოზული ნაბიჯების გადასადგმელად ამ დარგის განვითარების მიზნით"- განაცხადა გიორგი თარგამაძემ.
„ქრისტიან-დემკრატები" აპირებენ ამ დარგში არსებული მდგომარეობის ადგილზე შესწავლას და პრობლემების დეტალური გაანალიზებისთვის მეწარმეებთან შეხვედრებს გეგმავენ.