38 წლის მეოჯახე მიდლსბროდან, საიმონ მაკლიური, ასობით ქალთან ღალატობდა ცოლს. ცნობილია, რომ იგი ხშირად იმყოფებოდა ტაილანდსა და შვეიცარიაში, სადაც მეძავების მომსახურეობით სარგებლობდა. ექსპერტების აზრით, სწორედ იქ რამდენიმე წლის წინ დაავადდა შიდსით.
პოლიციის შეფასებით, მამაკაცს შეეძლო დაეინფიცირებინა ასობით ქალი და გამოეწვია შიდსის ნამდვილი ადგილობრივი ეპიდემია. ამაზე უკვე გაასამართლეს და სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
ინსპექტორი ენდი გრინვუდი მოუწოდებს ადამიანებს, ვინც ფლობს ინფორმაციას ბრალდებულთან კავშირზე, დაუყოვნებლივ აცნობოს პოლიციას. ზიანი, რომელიც პარტნიორებს მიადგა, ექსპერტების შეფასებით, მძიმეა, რადგან ქალები რომლებიც სექსუალურ კავშირში იყვნენ ინფიცირებულთან, ვერასდროს დაუბრუნდებიან ნორმალურ ცხოვრებას.
ცნობილი გახდა აგრეთვე, რომ საიმონ მაკლიურმა ჯერ კიდევ 2006 წელს ჩაიტარა გამოკვლევა ექიმთან და იცოდა დიაგნოზი, თუმცა განაგრძობდა დაუცველ სექს.
სასამართლო გარჩევის ინიციატორად ერთი დაზარალებული გამოვიდა, რომლის სახელი არ ხმაურდება. ქალი დაორსულდა და წავიდა კლინიკაში გეგმიური კვლევების ჩასატარებლად. სისხლის ანალიზმა გამოავლინა შიდსი.