"კომპიუტერის მაგიდა ბაქტერიების ბუდეს წარმოადგენს", - ნათქვამია კომპანია Viking-ის მიერ მომზადებულ ანგარიშში, რომელიც ოფისებისთვის სხვადასხვა მოწყობილობის მიწოდებაში სპეციალიზდება. ამასთან, კვლევების შედეგებში ნათქვამია, რომ ყველაზე უფრო ანტისანიტარულ პირობებში ბუღალტრები და იურისტები მუშაობენ.
სანიტარული მდგომარეობის შესახებ სპეციალისტების მიერ შეიკრიბა ინფორმაცია ისეთი ქვეყნის ასობით ოფისში, როგორიც დიდი ბრიტანეთია და აღმოჩნდა, რომ უმეტეს შემთხვევაში, სანიტარული მდგომარეობა არ შეესაბამებოდა სტანდარტებს.
ბაქტერიები აღმოაჩინეს კლავიატურის დაახლოებით ორ მესამედზე. ზოგიერთი ეგზემპლარის ქვეშ კი ობი. არც სამუშაო მაგიდები და ტელეფონები გამოირჩეოდა ბრწყინვალე სისუფთავით.
კვლევებმა აჩვენა, რომ ბუღალტერები და იურისტები, ასევე ისინი ვინც კომპიუტერთან მუშაობენ, ხშირად უგულებელყოფენ ჰიგიენურ სტანდარტებს, ხოლო სოციალური მუშაკების სამუშაო მაგიდაზე საკმაოდ ხშირად აღმოაჩენთ ობმოკიდებულ საჭმლის ნარჩენებს.