დღეს, 16 ოქტომბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი კანადაში გაემგზავრა.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური კანადის პრემიერ-მინისტრს სტეფან ჰარპერს (Stephen Harper) შეხვდება.
აგრეთვე დაგეგმილი შეხვედრები თემთა პალატის (House of Commons) სპიკერთან ენდრიუ შირთან (Andrew Scheer), სენატის სპიკერთან ნოელ კინესლასთან (Noel Kinsella) და საგარეო საქმეთა მინისტრთან ჯონ ბერდთან (John Baird).