16 ოქტომბერს, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ინიციატივითა და საგარეჯოს რაიონის გამგებლის გია ჩალთაშვილის მხარდაჭერით, აფხაზეთის საჯარო სკოლების 50-მდე მოსწავლე რთველში მიიღებს მონაწილეობას , რომელიც საგარეჯოს რაიონის სოფელ დიდ ჩაილურში გაიმართება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" აფხაზეთის მთავრობიდან აცნობეს, მოსწავლეებს საგარეჯოს რაიონის მუნიციპალიტეტის არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური და საგარეჯოს რაიონის მუნიციპალიტეტის განათლების სექტორის წარმომადგენლები უმასპინძლებენ.
მოზარდები ადგილობრივ მოსახლეობას ყურძნის დაკრეფასა და დაწურვაში დაეხმარებიან. ასევე ქართული ღვინის დაყენების ძველ, კახურ ტექნოლოგიებს და ვენახის მოვლის თავისებურებებს გაეცნობიან.