ბიძინა ივანიშვილი რუსეთის მოქალაქეობის შეწყვეტის თხოვნით საქართველოში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციას 17 ოქტომბერს მიმართავს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ბიზნესმენის პირადმა ადვოკატმა ეკა ბესელიამ ბიძინა ივანიშვილთან მორიგი შეხვედრის შემდეგ განუცხადა .
ბიძინა ივანიშვილი იტოვებს საფრანგეთის მოქალაქეობის პასპორტს და უარს ამბობს რუსეთის მოქალაქეობაზე, - ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ბიძინა ივანიშვილის პირადმა ადვოკატმა ეკა ბესელიამ გაავრცელა.
"ჩემი რეკომენდაციით ყველა შესაძლო საფრთხის გათვლისწინებით, ამ ეტაპზე ბიძინა ივანიშვილი იტოვებს საფრანგეთის მოქალაქეობის პასპორტს და უარს ამბობს რუსეთის მოქალაქეობაზე", - ნათქვამია განცხადებაში.
ბესელია პრეზიდენტის ბრძანებულებას უკანონოდ მიიჩნევს და აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ შეტანილი იქნება სარჩელი სასამართლოში მის მიერ გამოცემული უკანონო ბრძანებულების # 602 გაუქმების მოთხოვნით.
"გარდა უკანონო მოქმედებისა, Eდიდი მორალური პასუხისმგებლობაა მიხეილ სააკაშვილისთვის, საქართველოს მოქალაქეობა შეუწყვიტოს ბიძინა ივანიშვილს, ადამიანს, რომელმაც არამარტო კანონით, არამედ ცხოვრების წესით და ქმედებით ეს უფლება დიდი ხანია მოიპოვა", - ნათქვამია განცხადებაში.