პრეზიდენტის ბრძანებულებით, საქართველოს მოქალაქეობა ივანიშვილილს მეუღლეს ეკატერინე ხვედელიძესაც შეუწყდა. ამის შსახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ბიძინა ივანიშვილის პირადმა ადვოკატმა ეკა ბესელიამ გაავრცელა.
"განსაკუთრებულად გვინდა შევეხოთ ფაქტს, რომელიც უპრეცედენტოა თავისი სამართლებრივი და მორალური სიმძიმით. კერძოდ, მიხეილ სააკაშვილმა არა მარტო მის პოლიტიკურ ოპპონენტს ბიძინა ივანიშვილს შეუწყვიტა საქართველოს მოქალაქეობა, არამედ, მის მეუღლეს ეკატერინე ხვედელიძეს", - ნათქვამია განცხადებაში და აღნიშნულია, რომ ეკატერინე ხვედელიძემ საქართველოს მოქალაქეობა მიიღო 2004 წლის 22 ივლისს, მაშინ როდესაც ის უკვე იყო საფრანგეთის და რუსეთის მოქალაქე.
"საფრანგეთის მოქალაქის პასპორტით ეკატერინე ხვედელიძემ რამდენჯერმე გადაკვეთა საქართველოს საზღვარი და ეს დადასტურებულია შესაბამისი ორგანოების მიერ. Eეს კი იმას ნიშნავს, რომ ფორმალური საფუძველიც კი არ არსებობდა ეკატერინე ხვედელიძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტისთვის. საქმე გვაქვს არა სამართლებრივ პროცედურასთან, არამედ მიხეილ სააკაშვილის მხრიდან ბიძინა ივანიშვილისადმი, როგორც პოლიტიკური ოპონენტისადმი შიშის გამო დაუშვებელი და უკანონო მეთოდების გამოყენებასთან, საპრეზიდენტო უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასთან", - ნათქვამია განცხადებაში.
ივანიშვილის ადვოკატი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ შეტანილი იქნება სარჩელი სასამართლოში მის მიერ გამოცემული უკანონო ბრძანებულების # 602 გაუქმების მოთხოვნით.