ბიძინა იანიშვილი უახლოეს საათებში პრეზიდენტის ბრძანებულებასთან დაკავშირებით, რომლითაც მას საქართველოს მოქალაქეობა ჩამოერთვა, საპასუხო წერილს გამოაქვეყნებს, - ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" მისმა პირადმა ადვოკატმა ეკა ბესელიამ განუცხადა.
მისი თქმით, ამჟამად მზადდება შესაბამისი წერილი, რომელიც დაკავშირებულია აღნიშნულ ბრძანებულებასთან დაკავშირებული და რომელიც საზოგადოებისთვის უახლოეს საათებში გახდეა ცნობილი.
"საპასუხო წერილი მეტად საინტერესო იქნება საზოგადოებისთვის. ამ წერილით გახდება ცნობილი რა შემდგომ ნაბიჯებს გადადგას ივანიშვილის მხარე აღნიშნულ ბრძანებულებასთან დაკავშირებით", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" ბესელიამ.
პრეზიდენტის ბრძანებულება ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ ივანიშვილის პირად ადვოკატს ეკა ბესელიას გუშინ საღამოს ჩაარდა.პრეზიდენტის სპეციალური ბრძანებულება, რომელიც 11 ოქტომბრით არის დათარიღებული.
"მოქალაქეობის ჩამორთმევის მოტივაციად, ბიძინა ივანიშვილისათვის სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობაში შესვლა წარმოადგენს", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" ბესელიამ.
მისივე განცხადებით, ბრძანებულებას თან არ ახლავს სამოქალაქო რეესტრის დასკვნა, რომელიც უნდა ასახავდეს იმ პროცედურებს, რომელიც კანონით წინ უნდა უძღვოდეს პრეზიდენტის ბრძანებას.