პრეზიდენტის ბრძანებულება ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ ივანიშვილის პირად ადვოკატს ეკა ბესელიას გუშინ საღამოს ჩაარდა, - ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" ეკა ბესელიამ განუცხადა.
მისი თქმით, გუშინ საღამოს მას სამოქალაქო რეესტრიდან გადაეცა პრეზიდენტის სპეციალური ბრძანებულება, რომელიც 11 ოქტომბრით არის დათარიღებული.
"მოქალაქეობის ჩამორთმევის მოტივაციად, ბიძინა ივანიშვილისათვის სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობაში შესვლა წარმოადგენს", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" ბესელიამ.
ეკა ბესელიას განცხადებით, ბრძანებულებას თან არ ახლავს სამოქალაქო რეესტრის დასკვნა, რომელიც უნდა ასახავდეს იმ პროცედურებს რომელიც კანონით წინ უნდა უძღვოდეს პრეზიდენტის ბრძანებას.