"საქართველოს პატრიარქის ძეგლი არ დაიდგმება. ეს გადაწყვეტილება მივიღეთ ჩვენ საერთო საუბრის შემდეგ", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორეს მდივანმა, მამა მიქაელ ბოტკოველმა.
თუმცა, როგორც ჩვენთან საუბარში თავად, ქანდაკების ავტორმა განაცხადა ძეგლის ადგილმდებარეობის დაზუსტება ამ დრომდე მიმდინარეობს.
„მე, გავაკეთე პატრიარქის ქანდაკება და ძალიან მომწონს. ჯერ არ ვიცი როდის და სად დაიდგმება, მაგრამ ეს მალე მოხდება. მიმდინარეობს მოლაპარაკებები", - განუცხადა „ჯი-ეიჩ-ენს" მოქანდაკე ზურაბ წერეთელმა.
შეგახსენებთ, რომ ილია II-ის ქანდაკება თბილისში მოსკოვიდან ჩამოიტანეს. რუსეთში მოღვაწე ქართველი მხატვარის ზურაბ წერეთელის ძეგლი ამჟამად შეფუთულ მდგომარეობაშია.
როგორც მამა მიქაელ ბოტკოველი აცხადებს, პატრიარქი არ იცნობს წერეთელს და არც მის ქანდაკების შესახებ იცის რამე.
"მას არანაირი ინფორმაცია არ აქვს ამის შესახებ. როგორც ვიცი, ის არც ზურაბ წერეთელს შეხვედრია. შეიძლება, მან პირად კონტაქტებში მიწერა წერილი, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ თავად, პატრიარქს წერეთელთან ამაზე არასდროს ულაპარაკია", - აცხადებს მამა მიქაელ ბოტკოველი.
ცნობისთვის, წერეთელმა 2.8 მეტრის სიმაღლის ბრინჯაოს ქანდაკება 2003 წელს შექმნა და აქამდე მოსკოვში, რუსეთში მოღვაწე ქართველი მოქანდაკის ხელოვნების მუზეუმში იყო განთავსებული.