აშშ-ს სახელმწიფო მდივნის პირველი თანაშემწე სამხრეთ კავკასიურ ტურნეს იწყებს. უილიამ ბერნსი ეწვევა სომხეთს, საქართველოსა და აზერბაიჯანს.
ვიზიტის ფარგლებში, ბერნსი შეხვდება როგორც სამთავრობო, ასევე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებსაც.
წინასწარი ინფორმაციით, შეხვედრების მთავარი თემა რეგიონში არსებული ვითარება, ქვეყნების ეკონომიკური განვითარება და დემოკრატიული რეფორმები იქნება.