ამ დრომდე არ გამოქვეყნებულა საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევის ან შეჩერების შესახებ.
როგორც ცნობილია, ივანიშვილის ადვოკატი ეკა ბესელია მოითხოვს რომ მას დაუყოვნებლივ ჩაბარდეს, სამართლებრივი აქტი რომლის საფუძველზეც ბიძინა ივანიშვილს მოქალაქეობა შეუწყდა.
ბესელიამ უკვე გამოაქვეყტნა რიგი დოკუმენტები, რომლის საფუძველზეც იგი ამტკიცებს რომ ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მოქალაქეა, ხოლო მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა ეფუძნება არა საქართველოს კანონმდებლობას არამედ "ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება".