მთავარი მოწვეული რეჟისორის რანგში რობერტ სტურუა მოსკოვის თეატრ "Et Cetera"-ს სათავეში ჩაუდგა. რეჟისორმა თავისი მოვალეობების შესრულება ოფიციალურად დღეიდან დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია თეატრის ლიტერატურული ნაწილის განყოფილების გამგე ტატიანა ნიკოლსკაიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
"რობერტ რობერტის ძე ოფიციალურად ჩაირიცხა თეატრის დასში და მუშაობას შეუდეგება", _ აცხადებს ნიკოლსკაია. თავის პირველ სპექტაკლზე მუშაობას თეატრ "Et Cetera"-ში სტურუა 2012 წლის იანვრიდან შეუდგება.