საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოს დემოკრატიისთვის ტესტი იქნება. ამის შესახებ ატლანტიკური საბჭოს განცხადებაშია ნათქვამი.
"საქართველომ უნდა გააგრძელოს დემოკრატიის განვითარებისკენ სწრაფვა, ხოლო აშშ-მ და ევროკავშირმა საქართველოს მიმართ მხარდაჭერა გააორმაგონ, მათ შორის 2012 წელს დაგეგმილ ნატო-ს ჩიკაგოს სამიტზე", - აღნიშნულია ანგარიშში.
ანგარიში რეკომენდაციებს სთავაზობს დასავლეთს, ნატოსა და ევროკავშირისკენ საქართველოს სწრაფვის სტიმულირებისთვის.
"მათ შორისაა: გააგრძელონ საქართველოში დემოკრატიის მხარდაჭერა, გახადონ რუსეთი პასუხისმგებელი საქართვე¬ლოს ოკუპაციაზე და დაიცვან ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. აქ ერთ-ერთი შეთავაზებაა ნეიტრალური საერთაშორისო უსაფრთხოების ძალების განთავსება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. რეკომენდაციებს შორისაა საქართველოს მხარდაჭერაც მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში", - აღნიშნულია ანგარიშში.