ატლანტიკური საბჭოს წევრებმა და სენატორთა ჯგუფმა აშშ-ს სენატში მოწვეულ საგანგებო სხდომაზე, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს გაწევრიანების საგზაო რუკა წარადგინეს. დოკუმენტზე ისინი წელიწადზე მეტხანს მუშაობდნენ და ის შეიცავს რეკომენდაციებს აშშ-ს ადმინისტრაციის, ევროკავშირისა და საქართველოს მთავრობის მიმართ, რომლის შესრულებამაც ხელის უნდა შეუწყოს საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებას.
დოკუმენტში რეკომენდაციების გარდა ასევე საუბარია რუსეთის აგრესიაზეც. სენატორებმა ლინსი გრაჰამმა და ჯინ შაჰინმა, რომლებიც საქართველოზე მომზადებული რეზოლუციის ავტორები არიან სხდომაზე კიდევ ერთხელ დაგმეს რუსეთის აგრესია საქართველოს მიმართ.
"ვფიქრობ ეს დოკუმენტი ცალსახად უსვამს ხაზს, რომ მხარდაჭერა უნდა იყოს არა მხოლოდ ამერიკიდან არამედ ევროპის მხრიდან და ჩვენი სურვილია ამ შემთხვევაში, რომ აშშ-მ ლიდერობის პოზიციები არ დათმოს და მან შეძლოს დაარწმუნოს ევრპის ლიდერები ასეთი გადაწყვეტილების სისწორეში", _ აცხადებს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აშშ-სა და კანადაში თემურ იაკობაშვილი.