დღეს, 14 ოქტომბერს, 14:00 საათზე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივითა და კომპანია "ნიკორას" ფინანსური მხარდაჭერით, ლილოს დასახლებაში მცხოვრებ აფხაზურ ოჯახებს საჩუქრები გადაეცემათ.
პროექტის მთავარი მიზანი, დევნილ მოსახლეობაზე ზრუნვა და მათ მიმართ მხარდაჭერის გამოვლენა გახლავთ.
"ნიკორას" პროდუქციის სასაჩუქრე კალათებს, დევნილებს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და კომპანია `ნიკორას~ წარმომადგენლები გადასცემენ.
აღსანიშნავია, რომ ლილოს დასახლებაში მცხოვრებმა აფხაზურმა ოჯახებმა, აფზახეთი, სამი წლის წინ, საკუთარი ნებით დატოვეს და თავშესაფარი საქართველოს ხელისუფლებას სთხოვეს.