პარტია "სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს გზა" ერიკ ფურნიეს ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის გამო მიმართვას უგზავნის. როგორც მიმართვაშია ნათქვამი, ქართველი ხალხი ელოდება საფრანგეთის ელჩის პასუხს ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის ფაქტთან დაკავშირებით.
"ბიძინა ივანიშვილისთვის, საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევა განხორციელდა, პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის, ვიზიტიდან ორი დღის შემდეგ. ნუთუ მისი სიტყვა, მიმართული პრეზიდენტ სააკაშვილის, დასაცავად, საქართველოსადმი მეგობრობის გამოსახატავად, ხელს უხსნიდა იმგვარ უსამართლობას, როგორიც გამოიხატა საფრანგეთის მოქალაქის, ქველმოქმედის, და ამჟამად პოლიტიკაში ჩართვის მსურველი, ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევით. ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს ისეთივე შეურაცხმყომფელია საფრანგეთისათვის, როგორც საქართველოსათვის? პოლიტიკურ ცვლილებების შიში, მხოლოდ ნიშანია, არადემოკრატიული და დიქტატორული მისწრაფებების. საქართველოს მოსახლეობა , ელის პასუხს დემოკრატიის, ერთ-ერთი ბურჯი ქვეყნის, ელჩისაგან - როგორ უყურებს ის ამ არადემოკრატიულ და პოლიტიკურად ორიენტირებულ ნაბიჯს, რომელიც უკრძალავს ადამიანს, თავის მშობლიურ ქვეყანაში, თავისუფალ პოლიტიკურ საქმიანობას და არჩევნებში მონაწილეობას", - აღნიშნულია მიმართვაში.
პარტია მიიჩნევს, რომ აქ კონსტიტუცია არაფერ შუაშია, რადგან ეს არის პოლიტიკური დევნა და სრუილიად უსამართლო გადაწყვეტილება.
"ეს არის პოლიტიკური დევნა, რომელიც განხორციელდა საქართველოს მოქალაქეზე, რომელიც ამავე დროს არის საფრანგეთის მოქალაქეც, რაც სავსებით ბუნებრივია თანამედროვე პოლიტიკურად და მეგობრულად გახსნილ ვითარებაში, რომელიც სუფევს საქართველოსა და საფრანგეთს შორის, რასაც ხაზი გაუსვა ბატონმა სარკოზიმ. დემოკრატია მოითხოვს არა მხოლოდ ყოველდღიურ ყურადღებას და მზრუნველობას გამოცდილი დემოკრატებისაგან, არამედ დაცვას და განხორციელებაში მხარდაჭერას სიმართლითა და სიმტკიცით", - ნათქვამია მიმართვაში.
პარტია ეხმიანება ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლასაც და აცხადებს, რომ პოლიტიკაში ჩართვა, ნებისმიერი მოქალაქის წმიდათა წმიდა უფლებაა. ამისათვის მხოლოდ დიქტატურები და ტოტალიტარული რეჟიმები, ართმევენ მოქალაქეობას, ისეთ ადამიანებს, რომლებიც თავისი საქმიანობით ხელს უწყობენ, ხალხთა შორის მეგობრობის განმტკიცებას და ეწევიან იმ ტიპის ქველმოქმედებას, რომელსაც ახორციელებს ბიძინა ივანიშვილი.
"განსაკუთრებით, აღსანიშნავია მის მიერ რუსთველის თეატრის, მარჯანიშვილის თეატრის, ოპერის თეატრის, მოზარდმაყურებელთა თეატრის აღდგენა, ხელოვნების მოღვაწეთა დახმარების ფონდის შექმნა. ბიძინა ივანიშვილმა, დიდი წვლილი შეიტანა სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობაში და სხვა მრავალი საქველმოქმედო ღონისძიება.
ბიძინა ივანიშვილს, დიდი ღვაწლი მიუძღვის, საფრანგეთი-საქართველოს ურთიერთობათა გაღრმავებაში, როგორც საფრანგეთისა და საქართველოს მოქალაქეს. დაარსა ფრანგული სკოლა - საუკეთესო ფრანგულ სკოლათა შორის, რითაც ფრანგულენოვანობას დიდი ბიძგი მისცა", - იუწყება "საქართველოს გზა".