თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, „ქრისტიან-დემოკრატი" ჯაბა სამუშია ელიას უბნის მცხოვრებლებს შეხვდა. შეხვედრაზე განხილულ იქნა მოსახლეობაში არსებული პრობლემები. მათი თქმით, ელიას უბანში წყალგაყვანილობის, გზის და საკანალიზაციო სისტემის არ არსებობა მოსახლეობას გაუსაძლის პირობებში აყენებს.
„ჩვენ მივმართავთ მერიის შესაბამის სამსახურს ელიას უბანში მცხოვრებ მოქალაქეებს შეუქმნან ელემენტარული საარსებო პირობები. ხელისუფლების უნიათო პოლიტიკის გამო ათეულობით ოჯახს გაუსაძლის პირობებში უწევს არსებობა", - განაცხადა ჯაბა სამუშიამ.