უმრავლესობა სხვისი პულტების გამოყენების გამო Dდღეს ოპოზიციონერმა ჯონდი ბაღათურიამ ~ამხილა~.
რეგისტრაციის გავლის შემდეგ, ტაბლოზე 89 დეპუტატი დაფიქსირდა, თუმცა, სინამდვილეში დარბაზში 69 დეპუტატი იჯდა.
მას შემდეგ რაც ბაღათურიამ კვორუმის არარსებობა გააპროტესტა, პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ დეპუტატებს მოუწოდა სხვისი ბარათები არ გამოეყენებინათ.
თავად ბაღათურიას კი ბაქრაძემ ~დისციპლინის გამტკიცების გამო მადლობა~ გადაუხადა.
პარლამენტის თავმჯდომარემ მანდატურის სამსახურს დაავალა, რომ გაერკვია ვისი ბარათები იყო გამოყენებული, რათა ხელფასი დაექვითათ.
ამასობაში დარბაზში 11 დეპუტატი შევიდა და მათი რაოდენობა 80-მდე გაიზარდა.
ამის მიუხედავად, ხელახალი რეგისტრაციის დროს სხვისი პულტები მაინც გამოიყენეს, რადგან ტაბლოზე 85 დეპუტატი დაფიქსისრდა.
ოპოზიციიდან დარბაზში მხოლოდ ჯონდი ბაღათურია, გურამ ჩახვაძე, რატი მაისურაძე, კარლო კოპალიანი იმყოფებოდნენ.
~შატალოს~ მოყვარულ რომელ დეპუტატს დაექვითება ხელფასი პარლამენტის თავმჯდომარეს არ დაუკონკრეტრებია.