"ნაციონალური მოძრაობა" "ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" (NDI) მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებით კმაყოფილია. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი პეტრე ცისკარიშვილი აცხადებს, "ნაციონალური მოძრაობის" რეიტინგი კვლავ მაღალია.
როგორც ცისკარიშვილი აცხადებს, "ნაციონალური მოძრაობის" პარტიული რეიტინგი 52 პროცენტია. მისივე თქმით, საკმაოდ მაღალია პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმიანობის შეფასებითი რეიტინგიც და ეს მაჩვენებელი 60-ს აღემატება.
NDI-მ დღეს პარტიული რეიტინგების ნაწილი პარტიებს გააცნო.