საქართველოს კორეაში ახალი ელჩი ეყოლება. პარლამენტმა ნიკოლოზ აფხაზავას კანდიდატურას კორეის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის თანამდებობაზე მხარი ერთხმად დაუჭირა.
ნიკოლოზ აფხაზავა სხვადასხვა წლებში მუშაობდა: პარლამენტის სახელმწიფო საკონსტიტუციო საკონსტიტუციო წამყვან სპეციალისტად, ნავთობის საერთაშორისო კორპორაციაში იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ, საგარეო საქმეთა სამინისტროში საგანგებო დავალებათა ელჩად. 2009 წლის 19 სექტემბრიდან დღემდე აფხაზავა არის იაპონიაში საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩეველი.
ნიკოლოზ აფხაზავა ფლობს ინგლისურ, იაპონურ, იტალიურ და რუსულ ენებს.