ბიძინა ივანიშვილსა და ირაკლი ოქრუაშვილს შორის კონსულტაციების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია, მცდარი აღმოჩნდა. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" ბიძინა ივანიშვილს პრესსამდივნოდან აცნობეს.
"ბატონი ეროსი კიწმარიშვილის მიერ საინფორმაციო საშუალებების მეშვეობით გავრცელდა მცდარი ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ბიძინა ივანიშვილსა და ირაკლი ოქრუაშვილს შორის დაწყებულია კონსულტაციები. Bბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნო კატეგორიულად უარყოფს ამ ფაქტს, არანაირი მოლაპარაკება `ქართული პარტიის~ წარმომადგენლებთან და მით უფრო ირაკლი ოქრუაშვილთან არ მიმდინარეობს და არც იგეგმება", - აღნიშნულია პრესსამდივნოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ "ქართული პარტიის" პოლიტიკურმა მდივანმა ეროსი კიწმარიშვილმა ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილსა და ირაკლი ოქრუაშვილს შორის მოლაპარაკება მიდის.