დღეს, პარტია "სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს გზის" თავმჯდომარემ, კახა სეთურიძემ, პრესკონფერენცია გამართა. კახა სეთურიძის განცხადებით, პარტია "სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს გზა", მიუღებლად მიიჩნევს ბიძინა ივანიშვილისათვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევას და ამ ფაქტს პოლიტიკურ დევნად აფასებს.
"გადაწყვეტილება, რომელიც თითქოსდა ეყრდნობა საქართველოს კონსტიტუციას და მოქალაქეობის Sესახებ კანონs წარმოადგენს სამართლის უხეშ დარღვევას, რადგან ის ხორციელდება პოლიტიკური მოტივით იმ განცხადების შემდგომ, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა ამ წლის ოქტომბერში", - განაცხადა, კახა სეთურიძემ.
პარტია "სალომე ზურაბიშვილი _ საქართველოს გზა" გმობს ხელისუფლების მიერ ბიძინა ივანიშვილისათვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევას, მოუწოდებს ხელისუფლებას, შეწყვიტოს, მისი პოლიტიკური დევნა და აღადგინოს ბიძინა ივანიშვილის, სამოქალაქო უფლება.