პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე დღეს აბუ-დაბიში ვიზიტი შეაფასა და განაცხადა, რომ ის არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს დაესწრო, სადაც მიღებული იქნა გადაწყვეტილება ანტიკორუფციული სტრატეგიის დაწესრის შესახებ.
როგოც პრემიერ-მინისტრმა განმარტა, უკვე შექმნილია ანტიკორუფციული საბჭო, რომლის შემადგენლობაშიც სხვადასხვა პროფესიის ადამიანებთან ერთად შედის მთავრობის ერთადერთი წევრი და ეს არის საქართველოს პრემიერ მინისტრი ნიკა გილაური.
"ფორუმმა შექმნა ანტიკორიუფციული საბჭო, რომელიც მიზნად ისახავს ანტიკორუფციული სტრატეგიის დაწერას დიდი ოცეულის ქვეყნებისთვის და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის. სწორედ ეს ანტიკორუფციული პოლიტიკა იქნება გატარებული იმ განვითარებად ქვეყნებში, სადაც საერთაშორისო ინსტიტუტები მუშაობენ. ანტიკორუფციულ კომისიაში შედის ბევრი ადამიანი. მათ შორის ჟურნალისტი და ექსპერტი და ერთადერთი მთავრობის წარმომადგენელი ვიყავი მე. იმიტომ რომ საქართველოს მაგალითი კორუფციასთან ბრძოლის წინააღმდეგ ფორუმის განმავლობაში მთავარი თემა იყო. ჩვენ უახლოეს დღეებში ან თვეებში ვნახავთ დოკუმენტს, რომელიც დაფუძნებული იქნება საქართველოს რეფორმებზე და ეს იქნება დამატებითი რეკლამა ჩვენი ქვეყნისთვის და ინვესტიციის მოზიდვის დამატებითი საშუალება", - განაცხადა გილაურმა.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ დღეს საქართველოში ინვესტირებისთვის საკმაოდ კარგი პერიოდია, რადგანაც მსოფლიოში სუფევს ეკონომიკური კრიზისი და ამ დროს საქართველოს მაკროეკონომიკა, კორუფციასთან ბრძოლა და ლოჯისტიკა საკმაოდ განვითარებულია და ის კიდევ უფრო ვითარდება. პრემიერ-მინისტრის აზრით სწორედ ქვეყნის მაკროეკონომურმა პოლიტიკამ, კორუფციის წინააღმდეგ წარმატებულმა ბრძოლამ და ლოჯისტიკურმა ჰაბმა უნდა მოიზიდოს ინვესტორები საქართველოში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური აბუ-დაბიში გამართულ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს დაესწრო. „მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი 2011" ეძღვნებოდა პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ფინანსურ სტაბილურობას, რისკებს და გლობალურ ეკონოიკურ განვითარებას.
კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებთნ დაკავშირებით მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე მთავარი მომხსენებელი საქართველოს პრემიერ-მინისტრი იყო. თავის გამოსვლაში მან საქართველოში განხორციელებულ პროექტებსა და გეგმებზე, კორუფციასთან ბრძოლაზე, საპატრულო პოლიციის რეფორმებზე და ბიუროკრატიული ბარიერების შემცირებაზე ისაუბრა.
ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი პირისპირ შეხვდა ფორუმის დამფუძნებელს კლაუს შორტს და საემიროების პრემიერ-მინისტრს, შეიხ მუჰამედ ბინ რაშიდს.