ახალი საპარლამენტო ფრაქცია ~ერთობა სამართლიანობისთვის~ დღეს პარლამენტში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა.
ფრაქციის თავმჯდომარემ გიორგი ცაგარეიშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხდა, რომ ფრაქციის წევრებმა დიპლომატებს საკუთარი მიზნები და ფრაქციის შექმნის ამოცანები გააცნეს.
ცაგარეიშვილის თქმით, დიპლომატებს ესაუბრნენ საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით და 26 მაისის აქციის დარბევასთან დაკავშირებით საგამოძიები კომისიის შექმნის აუცილებლობაზე.
ცაგარეიშვილის თქმით, შეხვედრაზე დიპკორპუსის წარმომადგენლები დაინტერესდნენ ბიძინა ივანიშვილის ფიგურით და პოლიტიკურ პროცესზე მისი გავლენით. ცაგარეიშვილმა მათ აუხსნა, რომ ივანიშვილს განცხადების გაკეთების პირველივე დღიდან შეუქმნეს პრობლემები, როგორც მოქალაქეობასთან დაკავშირებით, ასევე შავი პიარის აგორებით.