1-ლი ნოემბრიდან მშობლებს თავიანთი შვილების ნიშნების გაგება ეს-ემ-ეს-ით ან სკოლების ინტერნეტპორტალის საშუალებით შეეძლებათ, - ამის შესახებ დიმიტრი შაშკინმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა.
მისი თქმით, განათლების ახალი სისტემით, რომელსაც "ელექტრონული სტრატეგია" ჰქვია, ახალი წლიდან საქართველოს მასშტაბით ამოქმედდება.
"ეს ეხება, როგორც სკოლის მენეჯმენტს, ისე მანდატურების საქმიანმობის ელექტრონული ფორმით წარმოებას. რამდენიმე კომპონენტი უკვე მოქმედებს, რამდენიმე კი ნოემბერში ამოქმედდება. ეს აძლევს საშუალებას პროკურატურას და ყველა იმ სტრუქტურას, რომლებიც არასწრულწლოვნებში დანაშაულის პრევენციაზე მუშაობენ დანაშაულის პრევენცია მანამდე მოახდინონ, ვიდრე ეს მოხდება" - განაცხადა შაშკინმა.
მისი თქმით, 1-ლი ნოემბრიდან ამოქმედდება ელექტრონული ჟურნალები და ახალი წლიდან ამ სისტემაში ეტაპობრივად ყველა სკოლა ჩაერთვება.