ეროვნულ პარკში ნადირობა და სამონადირეო მეურნეობის მოწყობა აღარ მოხდება. ეს გადაწყვეტილება დღეს პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის სხდომაზე მიიღეს.
უმრავლესობის წევრების მიერ მომზადებული ახალი კანონპროექტის მიხედვით, ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ნადირობა დაშვებული უნდა ყოფილიყო, თუმცა, გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ზაზა გამცემლიძის განაცხადებით, კონსტრუქციული მსჯელობის შემდეგ მან საკუთარი კოლეგები დაარწმუნა, რომ ეს რეგულაცია დაშვებული არ უნდა ყოფილიყო.
შესაბამისად, კანონპროექტში, ის რეგულაცია რომ ეროვნულ პარკში ნადირობა და ასევე სამონადირეო მეურნეობის მოწყობა უნდა ყოფილიყო დაშვებული, აღარ არის. ამ კანონპროექტის განხილვა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ჯერ არ დაწყებულა.