პარლამენტმა თელავის მაჟორიტარი დეპუტატის ვასილ დავითაშვილის უფლებამოსილება სცნო
დავითაშვილი თელავში მაჟორიტარ დეპუტატად 2 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგად იქნა არჩეული. პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა დავითაშვილს დეპუტატობა მიულოცა და განაცხადა, რომ თელავი მეტს იმსახურებს და ამისთვის მოვიდა დავითაშვილი პარლამენტში.
მაჭავარიანმა გაიხსენა გია არსენიშვილი, რომელიც თელავის მაჟორიტარი დეპუტატი იყო და სადეპუტატო უფლებამოსილება გარდაცვალების გამო შეუწყდა.