უკვე გადაწვეტილია, რომ საქართველო-სომხეთის საზღვართან ჩამოწოლილი მეწყრის შედეგად დაღუპულ საქართველოს ორ მოქალაქეს საქართველოში არ გადმოასვენებენ. მათ სომხეთში დაკრძალავენ. ამის შესახებ ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს.
ცხედრები 10-დღიანი სამძებრო სამუშაოების შედეგად გუშინ იპოვეს.
ვანაძორი-ბაგრატაშენის 300 მეტრიან მონაკვეთზე მეწყერი 2 ოქტომბერს ჩამოწვა. ამ დროისთვის მიწის ქვეშ რამდენიმე ათეული ავტომანქანა რჩება.