პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას გამორიცხავს
"ჩვენ არ გვაქვს გეგმა, რომ არჩევნები ვადამდე ჩატარდეს. ჩვენ სერიოზული სახელმწიფო ვართ და ვმუშაობთ საარჩევნო კოდექსზე, რათა ევროპული სტანდარტის ახალი საარჩევნო კოდექსი გვქონდეს" - განუცხადა ჯი-ეიჩ-ენ-ს მიხეილ მაჭავარიანმა.
მისივე თქმით, ახალი საარჩევნო კოდექსი დეკემბრის ბოლოს იქნება მიღებული, ხოლო საარჩევნო სიების გადამოწმება ზაფხულში დასრულდება.
შეგახსენებთ, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩვენების ჩატარების შესახებ განცხადება "ქართული პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერნა ეროსი კიწმარიშვილმა გააჟღერა.