საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებულ ზუგდიდის გასამხედროებულ დანაყოფში 19 წლის გიორგი გეთიაშვილი გარდაიცვალა. ცხედარი გურჯაანის რაიონის სოფელ ჯიმითში უკვე გადაასვენეს.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ზუგდიდის გასამხედროებულ დანაყოფში განუცხადეს, ჯარისკაცს თვალში ტყვია შემთხვევით მოხვდა და ადგილზე გარდაიცვალა.
მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.
გიორგი გეთიაშვილი სავალდებულო სამხედრო სამსახურში 2011 წლის 29 აგვისტოს გაიწვიეს.