თბილისის საკრებულოს ქრისტიან-დემოკრატმა წევრმა ზაზა გაბუნიამ სოციალურ ქსელ ფეისბუქში საკუთარ ოფიციალურ გვერდზე (http://www.facebook.com/pages/zaza-gabunia/104135119618500) გამართულ კონკურსში "საუკეთესო პოლიტიკური შინაარსის ფოტო" გამარჯვებულს დაწესებული პრიზი გადასცა.
ზაზა გაბუნია: "ქრისტიან-დემოკრატებისთვის ჩვენს მოქალაქეებთან, საზოგადოებასთან ურთიერთობის საქმეში პირისპირ შეხვედრებთან ერთად დიდი ადგილი უჭირავს სოციალურ ქსელებსაც, როგორც ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტს, რადგან მისი საშუალებით შესაძლებელია აქტიური კომუნიკაციის არსებობა. ამასთან ვცდილობთ მოვახდინოთ მისი პოპულარიზაციაც და სწორედ ამ მიზნით გავმართეთ აღნიშნული კონკურსი, რომელიც ძალიან დრამატულად და საინტერესოდ წარიმართა".
კონკურსში "საუკეთესო პოლიტიკური შინაარსის ფოტო" 19 წლის ჯანო მუმლაძემ გაიმარჯვა, რომელსაც ზაზა გაბუნიას მიერ უახლესი მოდიფიკაციის MP5 გადაეცა. კონკურსში 100ზე მეტი ფოტო მონაწილეობდა და გამარჯვებული სოციალური ქსელის მომხმარებლებმა გამოავლინეს.
ზაზა გაბუნიას თქმით, მსგავსი ტიპის კონკურსები ფასიანი პრიზებით მომავალშიც გაგრძელდება.