საქართველოში ჯილეხის მორიგი შემთხვევა დაფიქსირდა. ციმბირის წყლულით დაინფიცირებული საშუალო ასაკის მამაკაცი გურჯაანიდან თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადმოიყვანეს. არსებული ინფორმაციით, ის დაავადებული ცვრის ხორცისგან დაინფიცირდა. საავადმყოფოში მიყვანისას მას ჯილეხის სიმპტომები, სისხლჩაქცევები სახეზე ჰქონდა გამოხატული, რის გამოც ექიმები პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას საკმაოდ მძიმედ აფასებენ.
მასალის გამოყენების პირობები