”სიღარიბის ზღვარს მიღმა~ მყოფთა სოციალური ბაზა 45%-ით გაყალბებულია, - ამის შესახებ გაზეთი ”ალია ” იუწყება სტატიაში
სათაურით ””მიზეზები, რომლის გამოც ანდრია ურუშაძეს ჯანდაცვის
მინისტრის პოსტს დაატოვებინებენ...”.
გაზეთის
ინფორმაციით, მათ აქვთ კონტროლის პალატის ის მონაცემები, რომელიც ურუშაძის
პოსტიდან გათავისუფლების მიზეზი გახდება.
”დღეს არსებული `სიღარიბის ზღვარს მიღმა~ მყოფთა სოციალური ბაზა 45%-ით გაყალბებულია. აქედან, ანუ ბაზაში აღრიცხული900 ათასი ადამიანიდან, 27% არის არარსებული, 3% _ მკვდარი სული და 7,2% _ თვითონ სოციალური სააგენტოს თანამშრომელი”, - წერს გაზეთი
კონტროლის პალატიდან მოპოვებულ მონაცემებს.
სტატიის ავტორი
აღნიშნავს, რომ ეს ციფრების არასოდეს დაკონკრეტებულა. ”როგორც ჩანს, კოზირად იყ ენებდნენ იმ დროისთვის, სან ამ ანდრია ურუშაძის ჩანაცვლების ჟამი მოაღწევდა”.
ალიას ინფორმაციით,
ამ ეტაპზე კონტროლის პალატა ხელმეორედ სწავლობს აღნიშნულ მონაცემებს და, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე დადებს ახალ დეტალებს, რათა ძველს დაუმატონ და უკვე ოფიციალურადდაატოვებინონ პოსტი ანდრიას.
”ბაზაში შემავალი პირების 7% სახელმწიფო
სტრუქტურაში მუშაობს და
მათ ერთდროულად აქვთ სახელმწიფო და კორპორაციულიდაზღვევა, რასაც კანონი კრძალავს”, - წერა გაზეთი.
”მიზეზი 2”, ალიას
ინფორმაციით, ის არის, რომ ბაზაში არსებულ 140 ათას მონაცემში მითითებულია არასწორი პირადობის ნომერი, სახელი და გვარი, დაბადების
თარიღი. თითოეულ ამ პირზე დარიცხულია სახელმწიფოს
მიერ თანხა.
”თუ გავითვალისწინებთ, რომ თითოეულის ჯანმრთელობის დაზღვევისთვის სახელმწიფომ წელიწადში 132 ლარი გამოყო (თითოეულზე თვეში 11 ლარი),
გამოდის, მთავრობას, სულმცირე, 4 მილიონ 450 ათასილარი (მხოლოდ ერთ წელი-
წადში) გადმოურიცხავს არაფერში. ეს თანხა არარსებულ ხალხს მოხმარდა და თუ
გავითვალისწინებთ, რომ ეს ხდება ანდრია ურუშაძის მინისტრად მოსვლიდან ერთი
წლის შემდეგ, კორუფციულ გარიგებათა სქემა, ალბათ, აქ უნდა ამოქმედდეს”, -წერს გაზეთი.
”მიზეზი #3”, რომელზეც ალია წერს, თანამდებობის პირთა ოჯახის წევრების მკურნალობაზე
დახარჯული თანხებია. ალისა ინფორმაციით, კონტროლის პალატამ 2010 წლის მარტში დაიწყო და, ივლისში შეწყვიტა იმ მონაცემთა შესწავლა, თუ რა ოდენობის თანხა იხარჯებოდა თანამდებობის პირთა ოჯახის წევრების მკურნალობაზე.
”ალიას~ ხელთ არსებული ინფორმაციით, ამის შესწავლას იგი ახლა განაახლებს. თუმცა
სწორედ აღნიშნული უწყების მიერ გადმოცემული მასალებიდან მოვიპოვეთ ის კონკრეტული თანხები, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო სახელმწიფო რეფერალური პრო გრამიდან რიცხავდა ანდრია
ურუშაძის დედის სამკურნალოდ ვენის საუნივერსიტეტო კლინიკაში. სხვადასხვა დროს გადარიცხულია: 53.750 ლარი, 16.730 ლარი, 4.155 ლარი, 3.001 ლარი, 645 ლარი, 604 ლარი, 14 ლარიც კი...”,- წერს ალია.