საქართველოში ჩერქეზული (ადიღეური)
კულტურის ცენტრი იქმნება. საქართველოს პრეზიდენტის №603 ბრძანებულების მიხედვით,
ქვეყანაში ჩერქეზული (ადიღეური) კულტურის ცენტრი შეიქმნება.
მიხეილ სააკაშვილის მიერ, 11
ოქტომბერს გამოცემული ბრძანებულების თანახმად,
ცენტრის სახელმწიფო კონტროლს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის
სამინისტრო განახორციელებს. ნიკა რურუას უწყების პრეროგატივაა ასევე ცენტრის
უფლებამოსილი პირის დანიშვნაც.შეგახსენებთ, რომ საქართველოს მტავრობის
გადწყვეტილებით ანაკლიაში ჩერქეზთა გენოციდის მემორიალი გაიხსნება.
ჩერქეზთა გენოციდის მემორიალთან
დაკავშირებით სახელმწიფო მინისტრმა დიასპორის საკითხებში მოქანდაკეებს, მხატვრებსა
და სამხატვრო აკადემიის სტუდენტებს კონკურსის პირობები იკვე გააცნო. ესკიზების მიღება
15 ნოემბრისთვის დასრულდება. 25 ნოემბერს უკვე ცნობილი გახდება გამარჯვებული
პროექტი.