გადამცემ ხაზზე "ორბეთი-1" სარემონტო პროფილაქტიკური სამუშაოს გამო, 13 ოქტომბერს, 12:00 საათიდან 14:00 საათამდე, თბილისის მიმდებარე ოთხ სოფელს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
შეზღუდვა შეეხება სოფელ კიკეთის, ბეთანიის, დიდებისა და კოჯრის მოსახლეობას.
სარემონტო სამუშაოს დასრულებისთანავე მომხმარებლებს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება.