კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებით, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და მათ შორის საქართველოში მესამედ ტარდება კლიმატის ცვლილებისადმი მიძღვნილი კვირეული. კვირეულის ჩატარების მიზანია, საზოგადოების მობილიზება და მისი აქტიური ჩართვა კლიმატის ცვლილებით გამოწვეული პრობლემების შერბილების პროცესებში.
2011 წლის კლიმატის კვირეულის მოწოდებაა: კლიმატის კვირეულის გამოწვევა - "ერთი ამოცანა - ერთი ქვეყანა - ერთი დღე". საქართველოში კლიმატის ცვლილების
კვირეული ისევე, როგორც წინა წლებში ტარდება საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველოს ორგანიზებით, საქართველოში ევრო-კომისიის დელეგაციის წარმომადგენლობის ფინანსური მხარდაჭერით და გარემოს დაცვის სამინისტროსა და თბილისის მერიასთან თანამშრომლობით. კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია მრავალი ღონისძიებების ჩატარება.