ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ, რომელიც 7-10 ოქტომბერს ქ. დუბროვნიკში გაიმართა ოფიციალურად დაამტკიცა, რომ 2012 წელს ეუთოს ასამბლეის ეკონომიკური ფორუმი 11-14 მაისს ქ. ბათუმში ჩატარდება. აღნიშნული ფორუმის ძირითადი თემა რეგიონალური ეკონომიკური განვითარებისა და უსაფრთხოების საკითხები იქნება და მას სავარაუდოდ, ეუთოს წევრი 56 ქვეყნის 200-ზე მეტი დელეგატი დაესწრება.
გადაწყვეტილება ეუთოს საპარლამენტო ასამბელის ბათუმში ჩატარების შესახებ საქართველოს საპარლამენტო დელეგაციისა და ეუთოს ხელმძღვანელობის შეხვედრის შედეგად მოხდა, რომელზეც მხარეები შეთანხმდნენ ფორუმის საორგანიზაციო საკითხებსა და დეტალებზე.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, რომელსაც ვიცე სპიკერი გიგი წერეთელი ხელმძღვანელობს, ხოლო შემადგნელობაში შედიან აკაკი მინაშვილი და გურამ ჩახვაძე, შეხვედრები გამართა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან პეტროს ეფთიმიუსთან და გენერალურ მდივანთან სპენსერ ოლივერთან, აშშ-ს, უკრაინის, სომხეთისა, აზერბაიჯანის, მალტის, შვედეთის და სხვა საპარლამენტო დელეგაციების წარმომადგენლებთან. შეხვედრების ძირითად თემას სწორედ ბათუმში დაგეგმილი ეუთოს ფორუმის საორგანიზაციო საკითხები წარმოადგენდა. ასევე ისაუბრეს საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების, Mმომავალი არჩევნების შესახებ.
საქართველოს დელეგაცია შეხვდა ეუთოს საპატიო პრეზიდენტს, ამჟამად ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში ჟოაო სოარესს, შეხვედრაზე შთანხმდნენ, რომ მიმდინარე წლის ბოლოს ბატონი სოარესი ეწვევა საქართველოს, რათა ადგილზე გაეცნოს ქვეყანაში არსებულ ვითარებას.
მასალის გამოყენების პირობები