"თავისუფალი დემოკრატები"~ ბიძინა ივანიშვილთან ურთიერთობაზე თანახმა არიან. "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ცაგარეიშვილი აცხადებს, რომ დაელოდება ივანიშვილის ახალი პარტიის ფორმირებას და შემდეგ ჩამოვყალიბდებიან ურთიერთობისა და თანამშრომლობის ფორმებზე.
"ჩვენ არ ვართ ის ხალხი, ვინც სამეგობროდ გაწვდენილ ხელზე უარს ამბობს. დანარჩენს განსაზღვრავს უახლოესი მომავალი. ჩვენ ამისგან ნამდვილად არ შევქმნით საიდუმლოებას”, - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" გიორგი ცაგარეიშვილმა.
"მიუხედავად მრავალი ხიფათისა და უხილავი ნაღმისა, თავისუფალმა დემოკრატებმა~ ღირსეულად გავიარეთ გზა პარტიის დაფუძნებიდან დღემდე. ჩვენ არ ვუღალატეთ იმ ღირებულებებს, რომლის გარშემოც თავის დროზე გავერთიანდით", - აცხადებს ცაგარეიშვილი.
ერთ-ერთი პარტია, რომელთანაც თანამშრომლობაზე ბიძინა ივანიშვილი თანახმაა ირაკლი ალასანიას პარტიაა.